Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2025 წლის ბიუჯეტის მუხლი - 2.2.1-ის საფუძველზე ვბრძანებ:

1. ჩატარდეს „მაგისტრანტთა კვლევითი პროექტების“ კონკურსი;

2. „მაგისტრანტთა კვლევითი პროექტების“ განსახორციელებლად ფაკულტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოს 10 000 ლარი;

2.  პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 2 000 ლარს;

3. დეტალური ინფორმაცია „მაგისტრანტთა კვლევითი პროექტების“ კონკურსის შესახებ იხილეთ ბმული

4. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საპროექტო წინადადება უნდა წარმოადგინონ თანდართული მოთხოვნების მიხედვით (იხ. დანართი 1 და შესავსები ბიუჯეტის ფორმა)

5. საკონკურსო პროექტების ფაკულტეტის ადმინისტრაციულ სამსახურში (კანცელარიაში) განაცხადის შემოტანის ვადა: 2025 წლის 26 თებერვალი, 17:00 სთ.

6. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდეს 2025 წლის 15 მარტამდე.   

7. პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 2025 წლის 1 აპრილიდან -1 აგვისტომდე;

8. პროექტების შერჩევას ახორციელებს  კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • სალომე დუნდუა - კომისიის   თავმჯდომარე,   ასოცირებული    პროფესორი, ფაკულტეტის დეკანი.
  • გიორგი გოგსაძე - პროფესორი,   საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება;
  • მარიამ გერსამია - პროფესორი, ინტერდისციპლინური მიმართულება
  • კონსტანტინე შუბითიძე - ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება;
  • ნინო დურგლიშვილი - ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება;
  • თინათინ მაჭარაშვილი - ასისტენტ პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის  მიმართულება;
  •  თეა ვახანია -  ფაკულტეტის ფინანსური კონსულტანტი.

9. ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;

10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.